ფეხბურთი

20:14 | 3.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ხელაიფი სალაჰის შესაძლო ტრანსფერზე: "ეს არ არის სიმართლე"

„ლივერპულის“ ფეხბურთელს, მოჰამედ სალაჰს ბოლო დროს „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირებენ.

თუმცა, ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა ანსერ ალ-ხელაიფიმ უარყო ეგვიპტელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებების წარმოება:

„ეს არ არის სიმართლე. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ სალაჰის ტრანსფერზე არასდროს გვიფიქრია. ვიცით, რომ ყველა კლუბს სურს მისი ყოლა, მაგრამ ეს ჭორები ჩვენს შესახებ უბრალოდ სიმართლე არაა“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰს „ლივერპულთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით, მხარეებს მის განახლებაზე შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.056773
სარეკლამო ადგილი - 99
X x X