ფეხბურთი

14:55 | 3.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„გაისად ისინი აღარ იარსებებენ“ - სლოტმა იხუმრა „მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგიდან გარიცხვაზე

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ხუმრობით უპასუხა თავისი გუნდის თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის სიტყვებს „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის (2:0) შემდეგ, რომ კონტრაქტის ვადის გასვლის გამო ეს ეგვიპტელის ბოლო თამაში იყო მერსისაიდელთა შემადგენლობაში „ქალაქელების“ წინააღმდეგ.

„ალბათ მოჰამედმა უფრო მეტი იცის 115 ბრალდების შესახებ („მანჩესტერ სიტის“ მიმართ) ამიტომ ელის, რომ ისინი მომავალ სეზონში აღარ იარსებებენ... ეს ხუმრობა იყო! ვიმეორებ, ეს ხუმრობაა“, - ციტირებს სლოტის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

შეგახსენებთ, რომ „სიტის“ 2009 წლიდან 2018 წლამდე ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების დარღვევა ედებათ ბრალად. ითვლება, რომ კლუბმა სრულად არ გაასაჯაროვა ფინანსური ვალდებულებები. ამჟამად სასამართლოში მიმდინარეობს მოსმენები კლუბის 115 სავარაუდო ფინანსურ დარღვევაზე.

სალაჰის კონტრაქტი ლივერპულთან 2025 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ის კლუბში 2017 წლიდან თამაშობს.

0.12074