„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ იტალიის სერია A-ს მე-14 ტურის მატჩში „ატალანტასთან“ (0:2) დამარცხების შემდეგ გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„თუ გუნდი ისევ გამომყვება, ამ სიტუაციას გადავლახავთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, არ დავნებდეთ წარუმატებელ სერიას. არასდროს მიმიღია ფეხბურთელის დანებება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ვიბრძოლოთ ყველა ბურთისთვის, სანამ ძალა არ ამოგვეწურება. ყველა ცვლილება, რაც ამაღამ გავაკეთე, დაღლილობის გამო იყო. ვულოცავ „ატალანტას“ გამარჯვებას“, - ციტირებს Football Italia რანიერის სიტყვებს.
14 ტურის შემდეგ „ატალანტა“ სერია A-ში 31 ქულით მეორე ადგილზეა. „რომა“13 ქულით მე-15-ზე. „რომამ“ სერია A-ში ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო.
შეგახსენებთ, რომ რანიერი „რომას“ 2024 წლის 14 ნოემბრიდან წვრთნის.