ლონდონის „ჩელსიმ“ გადაწყვიტა უკრაინელი გარემარბი მიხაილო მუდრიკი კლუბში შეინარჩუნოს.
ბრიტანელი ჟურნალისტის ბენ ჯეიკობის თქმით, მუდრიკს იანვარში არც იჯარით გაუშვებენ სხვა კლუბში და არც გაყიდიან. არ არსებობს შანსი მან „ჩელსი“ შუა სეზონში დატოვოს. კლუბი აგრძელებს მუდრიკის მხარდაჭერას და არ ეძებს რაიმე ვარიანტს მისი ტრანსფერისთვის.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუდრიკით „ვესტ ჰემი,“ „ასტონ ვილა“ და „მარსელი“ დაინტერესდნენ.
მიმდინარე სეზონში მუდრიკმა „ჩელსის“ შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე. სამი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.. მიხაილო ლონდონურ კლუბში 2023 წლის იანვარში გადავიდა.