ფეხბურთი

1:13 | 3.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა: 32 გუნდი კალათებში გაანაწილეს

ფიფამ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრის წინ მონაწილე 32 გუნდი ოთხ კალათაში გაანაწილა, თითოეულში 8 გუნდი.

შესაბამისად, ჯგუფში ერთ კალათაში მყოფი გუნდები ერთად ვერ მოხვდებიან:

I კალათა

მანჩესტერ სიტი (ინგლისი), რეალი (ესპანეთი), ბაიერნი (გერმანია), პსჟ (საფრანგეთი), ფლამენგო (ბრაზილია), პალმეირასი (ბრაზილია), რივერ პლეიტი (არგენტინა), ფლუმინენსე (ბრაზილია)

II კალათა

ჩელსი (ინგლისი), დორტმუნდი (გერმანია), ინტერი (იტალია), პორტუ (პორტუგალია), ატლეტიკო (ესპანეთი), ბენფიკა (პორტუგალია), იუვენტუსი (იტალია), ზალცბურგი (ავსტრია)

III კალათა

ალ-ჰილალი (საუდის არაბეთი), ულსანი (სამხრეთ კორეა), ალ აჰლი (საუდის არაბეთი), ვიდადი (მაროკო), მონტერეი (მექსიკა), ლეონი (მექსიკა), ბოკა ხუნიორსი (არგენტინა), ბოტაფოგო (ბრაზილია)

IV კალათა

ურავა რედსი (იაპონია), ალ აინი (ემირატები), ესპერანსი (ტუნისი), მამელოდი სუნდონსი (სამხრეთ აფრიკა), პაჩუკა (მექსიკა), სიეტლი (აშშ), ოკლენდ სიტი (ახალი ზელანდია), ინტერ მაიამი (აშშ)

ტურნირზე ევროპის 12, აზიის 4, აფრიკის 4, ოკეანიის 1, სამხრეთ ამერიკის 6, კონკაკაფის 4 გუნდი ითამაშებს, ასევე, მასპინძლის სტატუსით „ინტერ მაიამი“ (აშშ).

ტურნირის ფორმატი: 32 გუნდი რვა 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდება, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო მერვედფინალიდან პლეი-ოფის სისტემით გააგრძელებენ ბრძოლას. წილისყრა 5 დეკემბერს, მაიამიში შედგება.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე აშშ-ში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ასეთი ფორმატით საკლუბო მუნდიალი პირველად ჩატარდება.

0.116848