ფეხბურთი

23:43 | 2.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვინეაში დანიშნული პენალტის გამო სტადიონზე არეულობა დაიწყო და 56 ადამიანი დაიღუპა

გვინეაში საფეხბურთო მატჩი ტრაგედიით დასრულდა და 56 ადამიანი დაიღუპა, რაც დანიშნულმა პენალტმა გამოიწვია.

გვინეის სიდიდით მეორე ქალაქში, ნზერეკორეში გაიმართა ტურნირის ფინალი, რომელიც ეძღვნებოდა პრეზიდენტ მამადი დუმბიას და ფინალში ადგილობრივი ქალაქის გუნდი „ლაბეს“ ხვდებოდა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შეტაკება დაიწყო მსაჯის სადავო გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც მასპინძლების სასარგებლოდ საეჭვო პენალტი დანიშნა.

მოედანზე ჯერ ქვებს და სხვადასხვა საგანს ისროდნენ, შემდეგ მოედანზე გულშემატკივრები შეიჭრნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რამდენიმე წუთში პანიკა გავრცელდა და ფანებმა გაქცევა სცადეს, რის შედეგადაც სულ მცირე 56 ადამიანი ადამიანი დაიღუპა.

გარდა ამისა, უამრავი ადამიანია დაშავებული.

0.122961