ვეტერანი რუმინელი ფეხბურთელი ჰელმუტ დუკადამი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბუქარესტის „სტიუას“ ყოფილი მეკარე ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა.
დუკადამი 1986 წლის ჩემპიონთა თასის ფინალის გმირია, რომელშიც „სტიაუამ“ „ბარსელონა“ პენალტების სერიაში 2:0 დაამარცხა. ხსენებულ შეხვედრაში რუმინელმა მეკარემ 4-დან 4 პენალტი მოიგერია, რის გამოც გინესის რეკორდების წიგნშიც შეიყვანეს.
ჰელმუტ დუკადამი „სტიაუაში“ 1982-1986 წლებში თამაშობდა.