„ლიონის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ თავდასხმის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კარგადაა და ფიზიკური ზიანი არ მიუღია:
„გუშინდელი შემთხვევის შემდეგ მინდა დაგარწმუნოთ - კარგად ვარ და ფიზიკური ზიანი არ მიმიღია. დიდი მადლობა თქვენი მრავალი მხარდამჭერი შეტყობინებებისთვის, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვრჩები ჩემი მიზნებისკენ კონცენტრირებული და ძალიან მალე კვლავ შეგხვდებით. მშვიდობიან დღეს გისურვებთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს“, - დაწერა ქართველმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძის სახლში შეიარაღებული პირები შევიდნენ, რომლებმაც სახლიდან ძვირადღირებული სამკაულები და სხვადასხვა ნივთი წაიღეს.