საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „სენტ ეტიენის“ შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა ფრანგულ გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩა დიდ კლუბში თამაშს იმსახურებს.
ზურიკოს თქმით ხვიჩასთვის შესაძლოა ლიგა 1-ში გადასვლა კარგი იდეა იყოს, რადგან შემტევი ფეხბურთელისთვის აქ თამაში გაცილებით მარტივია.
„ხვიჩა ჩემი ახლო მეგობარია, თუმცა მის მომავალთან დაკავშირებით არ გვისაუბრია. ვფიქრობ ხვიჩა იმსახურებს ისეთ დიდ კლუბში თამაშს, როგორიცაა პსჟ, რეალი, მანჩესტერ იუნაიტედი, ბარსელონა და ლივერპული. ვნახოთ რა მოხდება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში.“
„ჩემი აზრით ხვიჩასთვის ლიგა 1-ში გადასვლა შესაძლოა კარგი იყოს, რადგან აქ ძალიან ინტესიური და შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთს თამაშობს გუნდები, სადაც შემტევ ფეხბურთელებს მეტი სივრცეები უჩნდებათ და კვარას გაჩერება მცველებს ძალიან გაუჭირდებათ.“ - განაცხადა ზურიკომ ფრანგულ პრესასთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდება და ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არაერთი კლუბი იჩენს.