ფეხბურთი

2:00 | 2.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი: "ენფილდზე" ყოველი წამით ვისიამოვნებ, არ ვიცი, რა მოხდება კონტრაქტთან დაკავშირებით"

„ლივერპულის“ ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ეგვიპტელი მოედანზე საუკეთესო იყო, გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. მან ასევე ისაუბრა კონტრაქტის შესახებ, რომელიც 2025 წლის ზაფხულში იწურება:

„მიხარია, რომ ამ მატჩის მოგება მოვახერხეთ. „ენფილდზე“ განსაკუთრებული ატმოსფეროა, აქ ყოველი გატარებული წუთი მსიამოვნებს და თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ყოველთვის გამორჩეული გრძნობაა „ენფილდზე“ გოლის გატანა და მატჩის მოგება.

სიმართლე გითხრათ, კონტრაქტის ამოწურვის საკითხი ჩემს გონებაშია. ამ დროისთვის რა სიტუაციაცაა, ეს ჩემი ბოლო საშინაო თამაში იყო „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ „ლივერპულის“ შემადგენლობაში, ამიტომ, უბრალოდ მინდოდა, სიამოვნება მიმეღო. საოცარი ატმოსფერო იყო და აქ ყოველი წამით ვისიამოვნებ. ვიმედოვნებ, რომ ჩემპიონები გავხდებით, რა იქნება შემდგომში, ეს გასარკვევია“, - თქვა სალაჰმა.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰს მიმდინარე სეზონის ბოლოს „ლივერპულთან“ კონტრაქტი ეწურება. ბოლო დროს გავრცელდა ცნობა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ გეგმავს ეგვიპტელის გადაბირებას თავისუფალი აგენტის სტატუსით. სალაჰი „ლივერპულს“ 2017 წელს „რომადან“ შეუერთდა.

0.114847