NBA-ში „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და ამჯერად, სტუმრად „ბრუკლინ ნეტსი“ 100:92 დაამარცხა.
შესანიშნავი თამაში ჩაატარა გოგა ბითაძემ, რომელიც ისევ სასტარტო ხუთეულში იყო. ქართველმა ცენტრმა 32 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 10 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
„ორლანდოში“ საუკეთესო ფრიც ვაგნერი იყო 20 ქულით, 9 მოხსნით და 7 პასით, ხოლო „ბრუკლინს“ დენის შრიოდერმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა და 7 პასი დააგროვა.
„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 მოგებით და 7 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 4 დეკემბერს, სტუმრად „ნიუ იორკთან“ გამართავს.