იტალიის საკალათბურთო სერია A-ს მეცხრე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ „ბრეშასთან“ სტუმრად დაძაბულ მატჩში 97:98 დამარცხდა.
ბოლონიელები მშვიდად იგებდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდი 9 ქულით დათმეს, რაც საბოლოოდ მარცხის ფასად დაუჯდათ.
თორნიკე შენგელია თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 32 წუთში 20 ქულა, 13 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, შესაბამისად, ორმაგი დუბლი შეასრულა. თორნიკემ 9-დან 7 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 4 სამქულიანი ააცილა.
„ვირტუსი“ 7 მოგებით და 2 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 8 დეკემბერს, „ოლიმპია მილანოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.