ფეხბურთი

23:21 | 1.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტურის წინ "დილამ" მეორე ადგილზე გადაინაცვლა

საქართველოს ეროვნული ლიგის 35-ე ტურში გორის „დილამ“ „დინამო ბათუმი“ დაამარცხა და ბოლო ტურის წინ მეორე ადგილზე გადავიდა.

გორელებმა ტაირელ ვოუტერის და ირაკლი ბუღრიძის გოლებით დამაჯერებლად, 2:0 გაიმარჯვეს.

შედეგად, „დილას“ 68 ქულა აქვს და ერთი ქულით უსწრებს „ტორპედოს“, ბოლო ტურში კი, ფოთის „კოლხეთს“ შეხვდება. „დინამო ბათუმი“ 52 ქულით მეოთხეა და სეზონს „სამტრედიასთან“ მატჩით დაასრულებს.

0.127029