საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურში „ლიონმა“ „ნიცას“ უმასპინძლა, რომელიც 4:1 დაამარცხა.
მატჩის გმირი ალექსანდრ ლაკაზეტი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთიც ჯორდან ვერეტუმ გაიტანა.
გიორგი მიქაუტაძე თამაშში 71-ე წუთზე ლაკაზეტის ნაცვლად ჩაერთო და ამჯერად თავი ვერ გამოიჩინა. ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ კი საგოლე პასი მიითვალა.
„ლიონი“ 13 ტურის შემდეგ 22 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 7 დეკემბერს, „ანჟერს“ ესტუმრება.