მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის მე-15 ტურში „ხეტაფე“ დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა და „ბარსელონასთან“ ჩამორჩენა კიდევ უფრო შეამცირა.
პირველივე ტაიმში ჯუდ ბელინგემმა და კილიან მბაპემ ორჯერ გაუტანეს მეტოქეს, მეორე ნახევარში კი, არაფერი შეცვლილა.
„რეალმა“ 33 ქულა დააგროვა და ჯერ ქულით ჩამორჩება „ბარსელონას“, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული, ასე რომ, შეიძლება ითქვას, პოტენციურად, უკვე ლიდერია. კარლო ანჩელოტის გუნდი მომდევნო ტურში 4 დეკემბერს, „ბილბაოს“ ესტუმრება.