„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ტორინოსთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი.
როგორც მან თქვა, კვარამ ძალიან კარგად ითამაშა და კმაყოფილია:
„კვარამ ძალიან კარგად ითამაშა, მომეწონა ის, თუ როგორ უტევდა საჯარიმო მოედანს, რასაც რომასთან მატჩშიც აკეთებდა. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, შეიძლება სიხარული არა მარტო გუნდურ, არამედ ინდივიდუალურ დონეზეც მოგვიტანოს და თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, მომდევნო მეტოქეებისთვის პრობლემების შექმნას შევძლებთ“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.
„ნაპოლი“ 32 ქულით ისევ პირველ ადგილზეა და ამ ტურსაც ლიდერის რანგში დაასრულებს, მომდევნო ტურში კი, 8 დეკემბერს, „ლაციოს“ უმასპინძლებს.