ფეხბურთი

21:00 | 1.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "იბერია" საქართველოს ჩემპიონია

თბილისის „იბერია“ საქართველოს ჩემპიონია! 2024 წლის სეზონი ლევან კორღალიძის გუნდის ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც მიზანს სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მიაღწია.

„იბერიას“ „გაგრასთან“ საგარეო მატჩში ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ მოიგო და ტიტულს დაეუფლა.

პირველი ტაიმი „გაგრას“ გამარჯვებით დასრულდა ზურაბ ჭავჭანიძის გოლით, მაგრამ მეორე ნახევარში გიზი მამაგეიშვილმა და შეიკნე სილამ სიტუაცია შეცვალეს - 1:2.

„იბერიას 35 ტურის შემდეგ 74 ქულა აქვს და მდევრები ვეღარ დაეწევიან. ეს გუნდი ისტორიაში მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი, პირველად ეს 2018 წელს მოახერხა, ჯერ კიდევ, „საბურთალოს“ სახელით.

„გაგრა“ 35 ქულით მერვე ადგილზეა და ბოლო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება, ხოლო ჩემპიონის რანგში „იბერია“ „სამგურალს“ დაუპირისპირდება.

„გაგრა“ – „იბერია“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ჭავჭანიძე (15), 1:1 გ. მამაგეიშვილი (50), 1:2 სილა (84)

0.102393