ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ევერტონი“ გაანადგურა - შედეგად, რუბემ ამორიმისთვის ეს პირველი გამარჯვებაა პრემიერლიგაში.
„წითელმა ეშმაკებმა“ მესამედ ითამაშეს პორტუგალიელის ხელმძღვანელობით, ჯერ „იფსვიჩს“ ვერ მოუგო, მერე „ბოლო გლიმტთან“ გაიმარჯვა, მაგრამ გაუჭირდა, ახლა კი, ყველაფერი შესანიშნავად წარიმართა. მარკუს რაშფორდმა და ჯოშუა ზირკზემ ლივერპულელებს ორ-ორჯერ გაუტანეს. „მანჩესტერს“ 19 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზე აღზევდა. „ევერტონი“ 11 ქულით მე-15 ადგილზეა.
ადვილად მოიგო ლონდონის „ჩელსიმ“, რომელმაც ბირმინგემის „ასტონ ვილას. რომელიც ღრმა კრიზისშია, 3:0 სძლია. ენცო მარესკას გუნდმა უპირატესობა მალევე მოიპოვა და 3 ქულა მარტივად მოიპოვა. „ჩელსი“ 25 ქულით მეორე-მესამე ადგილებს „არსენალთან“ ერთად იყოფს, ხოლო „ასტონ ვილა“ უკვე მე-12 საფეხურამდე დაეშვა.
ლონდონის „ტოტენჰემი“ შინ „ფულჰემს“ დაუზავდა. გუნდებმა მეორე ტაიმში თითო გოლი გაცვალეს და ქულებიც გაიყვეს. 13 ტურის შემდეგ „ტოტენჰემს“ 20 და „ფულჰემს“ 19 ქულა აქვს.
„მანჩესტერი“ – „ევერტონი“ 4:0 (2:0)
გოლები: 1:0 რაშფორდი (34), 2:0 ზირკზე (41), 3:0 რაშფორდი (46), 4:0 ზირკზე (64)
„ჩელსი“ – „ასტონ ვილა“ 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 ჯექსონი (7), 2:0 ფერნანდესი (36), 3:0 პალმერი (83)
„ტოტენჰემი“ – „ფულჰემი“ 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 ჯონსონი (54), 1:1 ჩერნი (67)