გერმანიის II ბუნდესლიგის მე-14 ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ „ჰამბურგს“ უმასპინძლა, რომელთანაც 1:3 დამარცხდა.
კრისტიან აიხნერის გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო, თუმცა, ვერ მოახერხა წარმატების მიღწევა.
ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა, ამჯერად გოლი ვერ გაიტანა, ხოლო 69-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 30 წლის ზივზივაძე 9 გოლით ბომბარდირთა დავას კიდევ სამ ფეხბურთელთან ერთად ლიდერობს.
„კარლსრუე“ 14 ტურის შემდეგ 23 ქულით მეორე-მეხუთე ადგილებს „ჰამბურგთან“, „კაიზერსლაუტენსა“ და „ჰანოვერთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი, 7 დეკემბერს, „კაიზერსლაუტერნს“ სტუმრად შეხვდება.