მიუნხენის „ბაიერნს“ ჰარი კეინი გამოაკლდა. ინგლისელმა ფორვარდმა „დორტმუნდთან“ მატჩში კუნთის დაზიანება მიიღო.
ჯერ უცნობია ზუსტი დრო, რომელიც კეინს გაუცდება, მაგრამ სავარაუდოდ, 2-3 კვირა იუქმებს, თუმცა არაა, გამორიცხული 2025 წლამდე მოედანზე ვერ დაბრუნდეს.
ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონში „ბაიერნის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 19 მატჩში 20 გოლის გატანა მოახერხა.