ფეხბურთი

15:39 | 1.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ჩემპიონობის შანსი დაკარგა, "დინამო თბილისი" ზედიზედ მესამედ დამარცხდა

თბილისის „იბერია“ საქართველოს ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა, მას შემდეგ, რაც ქუთაისის „ტორპედო“ 35-ე ტურში დამარცხდა.

სტივ კინის გუნდი წყალტუბოს „სამგურალთან“ ვერაფერს გახდა. ანგარიში პენალტით თედო კიკაბიძემ გახსნა, რასაც ასევე პენალტით ბიორნ იონსენმა უპასუხა, თუმცა 94-ე წუთზე ლევან კუტალიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ტორპედო“ 67 ქულით მეორე ადგილზეა და ჩემპიონობის შანსი დაკარგა. „იბერიას“ 71 ქულა აქვს, მისი ერთადერთი კონკურენტი ახლა გორის „დილაა“, რომელსაც 6 ქულით უსწრებს, მაგრამ ორივე გუნდს ორ-ორი მატჩი დარჩათ გასამართი. ასე რომ, ლევან კორღალიძის გუნდს ჩემპიონობისთვის ერთი ქულაც ეყოფა ან უბრალოდ, „დილამ“ ერთ-ერთი მატჩი მაინც რომ ვერ მოიგოს.

„დინამო თბილისი“ სტუმრად ფოთის „კოლხეთთან“ დამარცხდა. გიორგი ახალაძემ, ერეკლე ჯიჯავაძემ და გიორგი აბუაშვილმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

„დინამო“ 39 ქულით მეექვსე ადგილზეა და სხვათა შორის, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ სეზონი პლეი-აუტის ზონაში დაასრულოს... ბოლო ტურში თბილისელები „გაგრას“ შეხვდებიან. „კოლხეთს“ 38 ქულა აქვს, მეშვიდეა და ბოლო ტურში გორის „დილას“ ეთამაშება.

დღეს, კიდევ ორი მატჩია: „გაგრა“ უკვე გაჩემპიონებულ „იბერიას“ უმასპინძლებს, „დინამო ბათუმი“ კი, „დილას“.

„სამგურალი“ – „ტორპედო“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 კიკაბიძე (15, პენ), 1:1 იონსენი (37, პენ), 2:1 კუტალია (90)

„კოლხეთი“ – „დინამო თბილისი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ახალაძე (15), 2:0 ჯიჯავაძე (24), 3:0 აბუაშვილი (88)

0.114498