ფეხბურთი

2:23 | 1.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბოტაფოგომ" 10 ფეხბურთელით "ატლეტიკო მინეიროს" აჯობა და ლიბერტადორესის თასი მოიგო

„ბოტაფოგომ“ ლიბერტადორესის თასი მოიგო. ფინალში, რომელიც ბუენოს აირესში, „მონუმენტალზე“ გაიმართა, არტურ ჟორჟზე გუნდმა ბრაზილიურ ფინალში „ატლეტიკო მინეირო“ 3:1 დაამარცხა.

არადა, „ბოტაფოგო“ პირველივე წუთზე მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა! გრეგორემ უხეშად და დაუფიქრებლად ითამაშა, რის გამოც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. შესაბამისად, „ბოტაფოგოს“ მთელი თამაშის ჩატარება რიცხობრივ უმცირესობაში მოუწია, მაგრამ მაინც გაიმარჯვა.

პირველი ტაიმის მიწურულს ლუის ენრიკემ ჯერ ანგარიში გახსნა, შემდეგ პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტად ალექს ტელეშმა დაარტყა და სხვაობა გაზარდა.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე ედუარდო ვარგასმა სხვაობა შეამცირა, რითაც „ატლეტიკო მინეიროს“ თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდა, შეეძლო კიდეც მეორე გოლის გატანა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია - მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე ჟუნიორ სანტოსისგან მესამე გოლიც მიიღო.

„ბოტაფოგომ“ ისტორიაში პირველად მოიგო ლიბერტადორესის თასი. ამავდროულად, ზაფხულში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ „ბოტაფოგო“ ბრაზილიის ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია და დარჩენილ ორ ტურში 3 ქულაც ეყოფა მორიგი ტიტულის მოსაპოვებლად.

0.13528