იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ „მილანს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა.
ტოსკანურმა გუნდმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. პირველივე ტაიმში ალვარო მორატამ და ტიჯანი რეინდერსმა ორბურთიანი უპირატესობა მოუტანეს „როსონერის“, ხოლო მერე ნახევარში რეინდერსმა დუბლიც შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საბა გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში იყო, ის 71-ე წუთზე შეცვალეს. საბას მიმდინარე სეზონში სერია A-ში 11 მატჩი აქვს ჩატარებული.
„ემპოლი“ 14 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 8 დეკემბერს, „ვერონას“ ესტუმრება. „მილანი“ 22 ქულით მეშვიდეა და წინ ბერგამოს „ატალანტასთან“ შეხვედრა ელოდება.