ინგლისური პრემიერლიგის მე-13 ტურის შაბათის სათამაშო დღის ადრეულ მატჩში „ბრენტფორდმა“ „ლესტერს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. ჰეთ-თრიქი მიითვალა მასპინძელთა გერმანელმა შემტევმა, კევინ შადემ. ერთიც იოან ვისამ შეაგდო. არადა, თავიდან „მელიები“ იგებდნენ ფაკუნდო ბუონანოტეს გოლით.
ამრიგად, წარუმატებელი გამოდგა ექს-მანჩესტერელის, რუდ ვან ნისტერლოის დებიუტი „ლესტერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-13 ტურრი. 30 ნოემბერი: ბრენტფორდი - ლესტერი 4:1, კრისტალ პალასი - ნიუკასლი 1:1, ნოტინგემ ფორესტი - იფსვიჩი 1:0, ვულვერჰემპტონი - ბორნმუთი 2:4, ვესტ ჰემი - არსენალი მოგვიანებით გაიმართება