ფეხბურთი

20:48 | 30.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლაიპციგი“ შინ „ვოლფსბურგთან“ განადგურდა

გერმანიის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში „ლაიპციგმა“ „ვოლფსბურგს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 1:5 დამარცხდა.

დუბლი მიითვალა ალჟირელმა მოჰამედ ამურამ, თითოც ტიაგო ტომასმა, იოაკიმ მელემ და კევინ ბერენსმა დაამატეს. მასპინძელთაგან თავი ვილი ორბანმა გამოიჩინა.

„ვოლფსბურგი“ გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. გუნდმა 12 მატჩში 18 ქულა მოაგროვა. „ლაიპციგი“ 21 ქულით მეოთხეზე.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-12 ტური. 30 ნოემბერი: ლაიპციგი - ვოლფსბურგი 1:5, ვერდერი - შტუტგარტი 2:2, ფრაიბურგი - გლადბახი 3:1, აუგსბურგი - ბოხუმი 1:0, უნიონ ბერლინი - ბაიერი 1:2, დორტმუნდი - ბაიერნი მოგვიანებით გაიმართება

0.113933