„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ განაცხადა, რომ ტურინელთა ტრავმირებული თავდასხმის ლიდერი დუშან ვლაჰოვიჩი ვერ დაეხმარება თავის გუნდს სერია A-ს მე-14 ტურის გასვლით მატჩში „ლეჩესთან,“ რომელიც 1 დეკემბერს გაიმართება.
„ეს არის სიტუაცია, რომელიც უნდა მოგვარდეს. ვინ ითამაშებს შეტევაში? ჩვენ ხვალ ვნახავთ, როგორც მატჩის წინ, ასევე მატჩის დროს“, - ციტირებს მოტას სიტყვებს Corrierre dello Sport.
შეგახსენებთ, რომ ბარძაყის ტრავმის გამო 24 წლის ვლაჰოვიჩმა გამოტოვა „იუვენტუსის“ ბოლო ორი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე „ასტონ ვილასთან“ და სერია A-ში „მილანთან“. ორივე შეხვედრა ერთი და იგივე ანგარიშით 0:0 დასრულდა.
იტალიის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში სერბმა ექვსი გოლი გაიტანა. მან ასევე სამი ბურთი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ოთხ შეხვედრაში.