„ბარსელონამ“ ლა ლიგის მიმდინარე სეზონი დიდებულად დაიწყო, მაგრამ ბოლო ტურებში კრიზისი აქვს და ამჯერადაც დამარცხდა.
მე-15 ტურში „ბლაუგრანა“ შინ „ლას პალმასთან“ მოულოდნელად დამარცხდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში სანდრო რამირესმა გახსნა, რასაც რაფინიამ მალევე უპასუხა, მაგრამ 67-ე წუთზე ფაბიო სილვამ სტუმრები მეორედ დააწინაურა და „ლას პალმასმა“ გაიმარჯვა.
„ბარსელონამ“ ლა ლიგის ბოლო სამ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა, ფრე „სელტასთან“, წაგებები „სოსიედადსა“ და „ლას პალმასთან“, რის შედეგადაც 34 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს, მაგრამ „რეალს“ 4 ქულით უსწრებს და ორი თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. მომდევნო ტურში ჰანსი ფლიკის გუნდი 3 დეკემბერს, „მალიორკას“ სტუმრად შეხვდება.