საქართველოს ნაკრების და „ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „ვესტ ჰემის“ ინტერესის სფეროშია.
„ლიონს“ ფინანსური კრიზისი აქვს, რის გამოც იანვარში შეიძლება რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწიოს. სიტუაციით სარგებლობას ლონდონური კლუბი გეგმავს, რომლის ხელმძღვანელობას 24 წლის ქართველი ფეხბურთელი მოსწონს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
„ლიონმა“ მიქაუტაძე გასულ ზაფხულს „მეციდან“ 18 მილიონ ევროდ შეიძინა. ქართველი ფორვარდი ბოლო პერიოდში ტურინის „იუვენტუსსაც“ დაუკავშირეს, რომელიც იანვრისთვის ასევე ეძებს თავდამსხმელს.
გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.