„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ფრენკი დე იონგის შესახებ კომენტარი გააკეთა.
ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდელი „ბარსას“ გეგმებში არ შედის და შეიძლება კლუბი სეზონის ბოლოს დატოვოს. დე იონგის მცირე სათამაშო დროზე ფლიკმა თქვა, რომ მან თავდაჯერება უნდა დაიბრუნოს, რომელიც ტრავმამდე ჰქონდა.
„დე იონგი აქამდე ტრავმირებული იყო, ახლა თავს უკეთ გრძნობს, სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდა და გვერდში ვუდგავართ, მაგრამ ბევრი ნახევარმცველი გვყავს, ვინც 100%-ით მზადაა, თავისი კლასი უნდა დაამტკიცოს, ფრენკს თავდაჯერების დაბრუნება სჭირდება“, - თქვა ფლიკმა.