ნიდერლანდების ერსტე დივიზიონის მე-17 ტურში არნემის „ვიტესმა“ „ჰელმოდი“ 2:1 დაამარცხა, ირაკლი ეგოიანი კი, საგოლე პასით გამოირჩა.
ეგოიანის გადაცემით 58-ე წუთზე მილიანო ჟონათანსმა გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 86-ე წუთამდე იყო.
ეგოიანს ერსტე დივიზიონის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა. გარდა ამისა, ნიდერლანდების თასზეც გაიტანა ერთი გოლი.
„ვიტესს“ მიმდინარე სეზონში ფინანსური პრობლემების გამო 27 ქულა აქვს დაკლებული. ვინაიდან განვლილ 17 ტურში 15 ქულა მოიპოვა, ამჟამად სატურნირო ცხრილში -12 ქულით ბოლო ადგილზეა...