ფეხბურთი

22:30 | 29.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი: "დელ პიერო იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იდეალური ვარიანტია"

ფრანჩესკო ტოტი მომხრეა, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალესანდრო დელ პიერო გახდეს.

როგორც მან თქვა, დელ პიერო კარგი და სუფთა ადამიანია, რომელიც ფეხბურთს კარგად იცნობს და ასეთი ადამიანი იტალიურ ფეხბურთს სჭირდება:

„ჩემი აზრით, დელ პიერო ფედერაციის კარგი პრეზიდენტი იქნება. ყველამ ვიცით, რომ ის მნიშვნელოვანი პერსონაა, ვნახოთ, რა მოხდება. გამიხარდება, თუ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს. ბუნებრივია, მინდა, რომ ფეხბურთის მცოდნე ადამიანები გახდნენ შესაბამისი ინსტიტუტების ნაწილი. ალექსს ყველაფერი შეუძლია, რადგან კარგი და სუფთა პერსონაა. ჩემი ხმა ბუნებრივია მას, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ პრეზიდენტს არაფერს ვუკარგავ“, - თქვა ტოტიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 2025 წლის 3 თებერვალს გაიმართება. დელ პიეროს კანდიდატურა ჯერ ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, მან განაცხადა, რომ არაფერს გამორიცხავს, მაგრამ არჩევნებში საკუთარ თავს ვერ წარადგენს და ის ვინმემ უნდა წარადგინოს.

0.128681