კატალონიის „ბარსელონას“ ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი, ლამინ იამალი დაუბრუნდა და ხვალ „ლას პალმასთან“ წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება.
ამის შესახებ ინფორმაცია, კატალონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსე ფლიკმა გაავრცელა.
„ხვალინდელი შეხვედრისთვის იამალი მზადაა. ჯერ არ გადამიწყვიტავს ის ძირითადში იქნება თუ არა, მაგრამ ლას პალმასთან აუცილებლად ითამაშებს.“- განაცხადა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ესპანელმა ფეხბურთელმა ბოლო შეხვედრები გამოტოვა და მისი სავარაუდო დაბუნებას "ბეტისის" წინააღმდეგ ვარაუდობდნენ, თუმცა ლამინმა გამოჯანმრთელება გაცილებით მალე მოახერხა. მას მიმდინარე ესპანეთის ჩემპიონატში 12 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის ანგარიშზე 5 გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემაა.