კანადის ეროვნული ნაკრებისა და „ლილის“ თავდამსხმელით, ჯონათან დევიდის შეძენით მიუხენის „ბაიერნი“ დაინტერესდა და მის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ეცდება.
აღნიშნულ ინფორმაციას ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს, მისი თქმით „რეკორდმაისტერებს“ 24 წლის კანადელი ფეხბურთელის უფასოდ დამატების პრესპექტივა ძალიან მოსწონთ და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან.
შეგახსენებთ, რომ ჯონათან დევიდი „ლილის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს და ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში უმთავრდება. მისი შეძენით ტურინის „იუვენტუსი“ და მანჩესტერ „იუნაიტედიც“ არიან დაინტერესებულნი.