საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ფიფას 2024 წლის გუნდში მოხვედრისთვის იბრძვის.
ქართველი მეკარე საუკეთესოთა შორისაა და The best 2024-ის წლის სიმბოლურში მოხვედრის შანსი აქვს. გიორგის კონკურენტები ემილიანო მარტინესი, იასინ ბონო, ჯანლუიჯი დონარუმა, ანდრეი ლუნინი, დავიდ რაია, ედერსონი, მაიკ მენიო,იან ზომერი, რონვენ უილიამსი და უნაი სიმონი არიან.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ballon d'or 2024-ზეც იყო ნომინირებული, სადაც საბოლოოდ მეკარეებში მე-7 ადგილი დაიკავა, საუკეთესო მეკარის პრიზი კი, ემილიანო მარტინესს ერგო.
აღსანიშნავია, რომ The Best-მა წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოზე ნომინანტებიც დაასახელა, რომელთა შორის მამარდაშვილი ვერ მოხვდა: ჯანლუიჯი დონარუმა, ანდრეი ლუნინი, დავიდ რაია, ემილიანო მარტინესი, ედერსონი, მაიკ მენიო და უნაი სიმონი - ისინი იბრძოლებენ საუკეთესოს წოდებისთვის.