ფეხბურთი

21:41 | 28.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

როდრი: "ჩემი მიზანია მოედანზე მიდინარე სეზონში დავბრუნდე"

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა როდრიმ განაცხადა, რომ მისი მიზანია მოედანზე მიმდინარე სეზონშივე დაბრუნდეს. როგორც მან აღნიშნა, გამოჯანმრთელების პროცესი იმაზე კარგად მიმდინარეობს, ვიდრე თავიდან წარმოიდგენდა.

„ჩემი მიზანია, მიმდინარე სეზონში დაბრუნება. არ ვაპირებ უარი ვთქვა ამ სეზონზე, მაგრამ არც შეცდომები მინდა დავუშვა. მიზანია, 6-7 თვეში გამოვჯანმრთელდე, პროცესი იმაზე უკეთ მიდის, ვიდრე მეგონა.

მყესის გაწყვეტა ტრავმის მომენტში არ მიგრძნია, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე მძიმე დაზიანება არ იქნებოდა. საწყისი თვენახევარი ტკვილის მხრივ ცუდი იყო, სიარული არ შემეძლო, მაგრამ ახლა უფრო ადვილია“, - თქვა როდრიმ.

0.117329