„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობერტო სოსამ ხვიჩა კვარაცხელია კრიტიკოსებისგან დაიცვა.
როგორც მან თქვა, ყველამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, რას აკეთებდნენ 23 წლის ასაკში:
„გულშემატკივრებს კვარას დამოკიდებულება არ მოსწონთ? მე არ ვიცი ფეხბურთელი, რომელიც მოედნიდან ბედნიერი გადის. თუ მოედნიდან ბედნიერი გავიდოდა, მაშინ, გამოდის, რომ „ნაპოლიში“ თამაში არ აინტერესებს. როდესაც გარკვეულ ფეხბურთელებზე კრიტიკა მესმის, ვფიქრობ: მე რას ვაკეთებდი 23 წლის ასაკში? ამ ასაკში მოწიფული არ ვიყავი, შეიძლება ახლაც არ ვარ. რა მნიშვნელობა აქვს როგორ ტოვებს მოედანს?! მთავარია, რომ კარგად თამაშობს, როცა მოედანზეა. მოდი, საკუთარ თავს ვკითხოთ, როგორები ვიყავით მის ასაკში და არ დაგვავიწყდეს, რომ ის ცხოვრობს ოჯახისგან შორს, საკმაოდ რთულ ქალაქში“, - თქვა სოსამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.