ფეხბურთი

20:11 | 28.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელები: "კვარას ნაცვლად ზოგჯერ ნერეში თუ ითამაშებს, პრობლემა არ უნდა იყოს"

ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო დროს იტალიაში ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მაგალითად, „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელები, რომლებიც მას განსაკუთრებით იმის გამო აკრიტიკებენ, რომ შეცვლის დროს მოედანს გაბრაზებული ტოვებს, რითაც მათი თქმით თანაგუნდელების მიმართ უპატივცემულობას იჩენს.

შტეფან შვოჩი და დინო ფავა ნეაპოლურ მედიას ესაუბრნენ:

შტეფან შვოჩი: „როდესაც კვარაცხელია იტალიაში ჩამოვიდა, წარმოუდგენელი გავლენა მოახდინა. ახლა არ არის საუკეთესო კვარა და თუ რამდენიმე მატჩში მის ნაცვლად დავიდ ნერეში ითამაშებს, პრობლემას ვერ ვხედავ. ლუკაკუს გოლში შეტევა მან დაიწყო? რა თქმა უნდა, მაგრამ თუ 8 მილიონი გსურს, მეტი უნდა გააკეთო, მისგან მეტს ველოდებით“.

დინო ფავა: „ჩემი აზრით, კვარა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არა ფენომენი. სპალეტის ფეხბურთი მას კარგ მდგომარეობაში აყენებდა, ბურთის ფლობით ახერხებდა სწორი გამოსავლის პონას. კონტესთან უფრო უჭირს, რადგან კონტეს განსხვავებული თამაშის სტილი აქვს და იმიტომაც, რომ ახლა კვარაცხელიას მეტოქეები უფრო მეტად იცნობენ. რაც არ მომწონს, მისი საქციელია, როცა მოედანს ტოვებს: ყოველთვის უპატივცემულობას იჩენს თანაგუნდელების და მწვრთნელის მიმართ, როცა მოედნიდან გადის. მთავარი გუნდია, რომელიც შეკრული უნდა იყოს. მე რომ გაბრაზებული კვარაცხელიას შეცვლა მიწევდეს, მოედანზე ცოტა იმედგაცრუებული შევიდოდი“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში ჩატარებულ 13 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.112933