ფეხბურთი

14:06 | 28.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა „ლივერპულთან“ მარცხზე: „რეალს“ შეტევაში ნამდვილად არაფერი შეუქმნია“

მადრიდის „რეალის" ბელგიელმა მეკარემ ტიბო კურტუამ „ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-5 ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა. კურტუას თქმით, „რეალმა“ კარგად ითამაშა დაცვაში, მაგრამ შეტევაში მათ ვერ მოახერხეს ის, რაც გამარჯვებისთვის იყო საჭირო.

„ლივერპული“ ამჟამად ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. პირველ ტაიმში კარგად ვიცავდით თავს, მაგრამ შეტევაში არაფერი გაგვიკეთებია. შეგვეძლო ანგარიშის გათანაბრება პენალტით, მაგრამ ვერ შევძელით და მეორე გაშვებული გოლის შემდეგ კი თამაშში დაბრუნება გაგვიჭირდა“, - ციტირებს კურტუას სიტყვებს RTBF.

„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში 6 ქულით 24-ე ადგილზეა. „ლივერპული“ 15 ქულით ლიდერია.

0.123542