ფეხბურთი

13:39 | 28.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსის“ მწვრთნელმა მოტამ „ასტონ ვილასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩი შეაფასა

იტალიური „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ „ასტონ ვილასთან“ ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-5 ტურის მატჩზე (0:0) ისაუბრა.

„გუნდი აგრძელებს სოლიდურ და დაბალანსებულ თამაშს. „ასტონ ვილა“ სახიფათოა სწრაფ კონტრშეტევებზე და თავდამსხმელს შორი გადაცემებით ეძებს, მაგრამ ამის უფლებას ხშირად არ ვაძლევდით. არც ჩვენ შეგვექმნია ბევრი მომენტი, მაგრამ ეს იმისთვის გაკეთდა, რომ მეტოქისთვის სივრცე არ მიგვეცა, რომლის იმედიც ჰქონდათ. ეს იყო კიდევ ერთი კარგი თამაში, ღირებული ქულა. ვაგრძელებთ ბრძოლას პლეი-ოფისთვის.

ჩვენ ყოველთვის გვინდა გამარჯვება. დარჩენილია მხოლოდ სამი მატჩი შემდეგ ეტაპზე გასვლის გარანტიისთვის. ეს მნიშვნელოვანი პუნქტია. ყველა მატჩში, როგორც დღეს, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ“, - ციტირებს მოტას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.118101