„ლივერპულის“ მეკარე კევინ კელეჰერმა მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-5 ტურის მატჩის შემდეგ (2:0) ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა. „წითლების" ირლანდიელმა მეკარემ „რეალის“ თავდამსხმელის კილიან მბაპეს 11-მეტრიანი დარტყმა მოიგერია.
„ჩვენთვის შესანიშნავი შედეგია ასეთ მნიშვნელოვან თამაშში. ცხადია, ბოლო წლებში მადრიდის „რეალი“ ჩვენზე ძლიერი იყო, როცა ჩემპიონთა ლიგაზე შევხვდით, ამიტომ ძალიან გვინდოდა საკუთარი საუკეთესო მხარის ჩვენება. მოხარული ვარ, რომ წარმატებას მივაღწიეთ“, - ციტირებს კელეჰერის სიტყვებს „ლივერპულის“ ოფიციალური საიტი.
„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში 6 ქულით 24-ე ადგილზეა. „ლივერპული“ მაქსიმალური 15 ქულით ლიდერობს ცხრილს.