იტალიელმა მწვრთნელმა მასიმო რასტელიმ განაცხადა, რომ ანტონიო კონტე „ნაპოლიში“ 3-5-2 სქემას ხვიჩა კვარაცხელიას გამო არ იყენებს.
როგორც მან აღნიშნა, ამ სქემას ქართველი ფეხბურთელი ვერ მოერგება:
„3-5-2 სქემა? პრობლემა კვარაცხელიაა. ამ სისტემაში რასპადორისაც შეუძლია ლუკაკუს უკან თამაში, მაგრამ ცხადია, რომ ამ ტაქტიკით კვარაცხელიას გაწირავ. ის ნახევარდაცვაში მთელ ფლანგზე წარმოგიდგენიათ? კონტეს რომ ეს იდეა ჰქონდეს, არ გამოვრიცხავ კვარაცხელიასთვის ეს ვარიანტი შეეთავაზებინა, თუმცა, როგორც მწვრთნელი, კონტეს ადგილზე, ტაქტიკის შეცვლაზე არ ვიფიქრებდი“, - თქვა რასტელიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი მიითვალა.