ფეხბურთი

18:11 | 27.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლამ თვითდაზიანებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას კომენტარი და ფოტო, რომელშიც მისი დაზიანებული სახე ჩანს, ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა.

პეპმა „ფეიენოორდთან“ მატჩის (3:3) შემდეგ თქვა, რომ თვითდაზიანება სურდა, მაგრამ ესპანელმა ამჯერად გაავრცელა მიმართვა, რომ მისი განცხადება არ უკავშირდებოდა თვითდაზიანების წახალისებას:

„გუშინ პრესკონფერენციაზე მკითხეს, რა მომივიდა თავზე, ავუხსენი, რომ ნაკაწრები თითებით და ფრჩხილებით მივაყენე ჩემს თავს. თუმცა, ჩემი პასუხი არანაირად არ იყო გამიზნული თვითდაზიანების გავრცელებასა და წახალისებისკენ. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ყოველდღიურად ებრძვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს და მინდა, ეს მომენტი გამოვიყენო, რათა დავეხმაროთ ადამიანებს. დარეკეთ ცხელ ხაზზე 116 123 ან მიმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე jo-samaritans.org“, - დაწერა პეპმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ თვეზე მეტია მატჩი არ მოუგია - 1 ფრე, 5 წაგება. „სიტი“ „ფეიენოორდთან“ 3:0-ს იგებდა, მაგრამ ბოლო 15 წუთში 3 გოლი გაუშვა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

0.111412