საქართველოს ეროვნული ლიგის 34-ე ტური ორი მატჩით დაიწყო, რომლებშიც სტუმრებმა მოიგეს.
„დინამო თბილისმა“ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა. პირველივე ტაიმში სტუმრები ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ წინ. ჯერ, საკმაოდ საკამათო ვითარებაში დანიშნული პენალტი ჯალენ ბლესამ გაიტანა, ხოლო შემდეგ მიხეილ მაქაცარიას უხეში შეცდომა ნიკა დუმბაძემ გამოიყენა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ნახევრის სტარტზე ნიკოლოზ უგრეხელიძემ შეამცირა ჩამორჩენა, მაგრამ დარჩენილ დროში მასპინძლებმა მეორე გოლი ვეღარ გაიტანეს. მატჩის მიწურულს მათე ვაწაძე და ბლესა გააძევეს, ხოლო შემდეგ ოსკარ სანტისიც, ასე რომ, „დინამო თბილისმა“ თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულა, ბათუმელებმა - ათით.
„დინამო ბათუმი“ 52 ქულით მეოთხე ადგილზეა და სეზონს ამ პოზიციაზე დაასრულებს, მომდევნო ტურში კი, გორის „დილას“ უმასპინძლებს. „დინამო თბილისი“ 39 ქულით მეექვსე ადა წინ ფოთის „კოლხეთთან“ თამაში აქვს.
გორის „დილამ“ სტუმრად „სამტრედია“ 1:0 დაამარცხა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა გამარჯვების გოლი. „დილა“ 65 ქულით ამ დროისთვის მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, „დინამო ბათუმს“ შეხვდება. „სამტრედია“ 27 ქულით ბოლო საფეხურზეა, წინ კონკურენტ „თელავთან“ შეხვედრა აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა მოიგოს, თუ ლიგაში ადგილის შენარჩუნება სურს.
„დინამო თბილისი“ – „დინამო ბათუმი“ 1:2 (0:2)
გოლები: 0:1 ბლესა (15, პენ), 0:2 დუმბაძე (27), 1:2 უგრეხელიძე (58)
„სამტრედია“ – „დილა“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ბუღრიძე (90)