დღეს ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართება, სადაც „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს უმასპინძლებს. მატჩის წინ, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ პრეს კონფერენცია გამართა, სადაც იტალიელმა სპეციალისტმა დღევანდელ შეხვედრაზე და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„დღეს ერთმანეთს ორი ისტორიული გუნდი შეხვდება, რომლებსაც თავისი ხასიათი და მახასიათებელი თვისებები გააჩნიათ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ და მოედანზე ვნახოთ ვინ უფრო უკეთ წარმოაჩენს თავის ხასიათს. ფაქტი ისაა, რომ მაყურებელი ძალიან საინტერესო შეხვედრას იხილავს.“
„მართალია გუნდში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელები გვყავს, თუმცა მე ბოლომდე მჯერა ჩემი გუნდის. არაერთი აზრი და რჩევა მხვდება ბოლო დღეებში თუ ვინ უნდა დავაყენო ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ვფიქრობ არავის უნდა დაავიწყდეს, რომ კარიერაში 1300-ზე მეტი მატჩი ჩავატარე, 1300 შემადგენლობა შევარჩიე და 4000 ცვლილება გავაკეთე. ასე, რომ არავის რჩევა არ მჭირდება“.-განაცხადა ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან საუბარში.
მადრიდის „რეალს“ ლაზარეთში შემდეგი ფეხბურთელები არიან: დანი კარვახალი, ედერ მილიტაო, როდრიგო, ჩუამენი, ლუკას ვასკესი და ვინისიუსი.