ფეხბურთი

3:00 | 27.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "თითებით, მინდა, საკუთარი თავი დავიზიანო"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ფეიენოორდთან“ მატჩის (3:3) შემდეგ ისაუბრა.

„სიტი“ 3:0-ს იგებდა 75-ე წუთამდე, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ვერ გაიმარჯვა. პეპ გვარდიოლამ საკუთარ თავს ფიზიკური ზიანიც მიაყენა, რაც ერთი შეხედვითაც ეტყობოდა და მატჩის შემდეგ აღნიშნა:

„არ არის საჭირო ფეხბურთელებისთვის რაღაცის თქმა, მათ ისედაც მშვენივრად იციან ყველაფერი. დიახ, პრობლემები გვაქვს. სამი ცვლილება? თამაში არასდროს მთავრდება, მაგრამ 3:0-ზე ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავდი.

რა მომივიდა თავზე? თითებით, ფრჩხილებით, მინდა, საკუთარ თავს ზიანი მივაყენო“, - თქვა პეპმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 მატჩი ვერ მოიგო - 1 ფრე, 5 წაგება.

0.064862