ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე ტურმა სტარტი აიღო და საწყისი ორი მატჩი გაიმართა.
გურამ კაშიას „სლოვანმა“ საკუთარ მოედანზე „მილანს“ უმასპინძლა და ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა. თუმცა ვლადიმირ ვაისის გუნდმა მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა.
კრისტიან პულიშიჩის გოლს სამ წუთში უპასუხა ტიგრან ბარსეგიანმა და ანგარიში გათანაბრა. 68-ე წუთამდე ანგარიში თანაბარი იყო, მერე სამ წუთში ორჯერ უხეშად შეცდნენ სლოვაკები დაცვაში და მილანელებმა რაფაელ ლეაოს და ტამი აბრაჰამის გოლებით გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვეს. მატჩის მიწურულს ბრატისლაველებმა შეამცირეს სხვაობა ლამაზი გოლით შეამცირეს და საპატიო ანგარიშით წააგეს, მაგრამ მაინც უქულოდ დარჩნენ. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.
„სლოვანს“ 0 ქულა აქვს, ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში 11 დეკემბერს, „ატლეტიკოს“ ესტუმრება. „მილანმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო, 9 ქულა დააგროვა და მომდევნო მეტოქე „ცრვენა ზვეზდაა“.
მადრიდის „ატლეტიკომ“ სტუმრად პრაღის „სპარტა“ 6:0 გაანადგურა და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოისწორა. დუბლი შეასრულეს ხულიან ალარესმა და ანხელ კორეამ. დიეგო სიმეონეს გუნდს 9 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „სლოვანს“ უმასპინძლებს, „სპარტას“ აქტივში 4 ქულაა და წინ „ფეიენოორდთან“ დაპირისპირება ელოდება.
„სლოვანი“ – „მილანი“ 2:3 (1:1)
გოლები: 0:1 პულიშიჩი (21), 1:1 ბარსეგიანი (24), 1:2 ლეაუ (68), 1:3 აბრაჰამი (71), 2:3 მარსელი (88)
„სპარტა“ – „ატლეტიკო“ 0:6 (0:2)
გოლები: 0:1 ალვარესი (15), 0:2 ლორენტე (43), 0:3 ალვარესი (59), 0:4 გრიზმანი (70), 0:5 კორეა (85), 0:6 კორეა (89)