კალათბურთი

20:42 | 26.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

კამარ ბოლდუინი მე-4 ტურის სიმბოლურ ხუთეულში

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი კამარ ბოლდუინი ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ის ფიბამ გამოარჩია.

ბოლდუინმა ფინეთთან შეხვედრაში 22 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი დააგროვა, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა.

სიმბოლურში ასევე მოხვდნენ ნენად დიმიტრიევიჩი (ჩრდ. მაკედონია), მატეუშ პონიტკა (პოლონეთი), ჩედი ოსმანი (თურქეთი), ონდრეი ბალვინი (ჩეხეთი).

სიმბოლური ხუთეული მარგი ქმედების კოეფიციენტის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით შეირჩა და აღსანიშნავია, რომ ტურის MVP-ც გამოკითხვის შედეგად ხსენებულ კალათბურთელთაგან ერთი გახდება.

0.11438