Mediaset-ი იტყობინება, რომ „ნაპოლის“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს.
როგორც ჟურნალისტი, კარლო ლანდონი წერს, ინგლისური კლუბისგან სერიოზული ინტერესი არსებობს:
„იუნატედი“ ეძებს გარემარბს და კლუბი მზადაა ქართველ შემტევს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს სეზონში 8 მილიონი ევროს ხელფასით, რასაც 1 მილიონი ბონუსად დაემატება. ეკონომიკურად კარგი შეთავაზება ქართველს, რომელსაც პსჟ 10 მილიონს სთავაზობდა. „ნაპოლის“ მიზანია მასთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს და შეინარჩუნოს, მაგრამ შეთანხმება მხარეებს შორის დღემდე არ არსებობს“, - თქვა ლანდონიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ 2022 წლიდან დღემდე 103 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასი გააკეთა. მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.