ესპანეთის თასის პირველ რაუნდში დღეს „ვალენსია“ სტუმრად „პარლა ესკულას“ შეხვდება, თუმცა გიორგი მამარდაშვილის გარეშე.
ქართველი მეკარე განაცხადში არ არის. რუბენ ბარახა გიორგის დასვენების საშუალებას მისცემს, რადგან სათასო თამაშია, თანაც ძალიან სუსტი მეტოქის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.