ფეხბურთი

15:37 | 26.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტიბო კურტუამ თქვა, სად ხედავს საკუთარ თავს 10 წლის შემდეგ

მადრიდის „რეალის" 32 წლის მეკარემ ტიბო კურტუამ ისაუბრა იმაზე, თუ რის გაკეთებას ისურვებდა 10 წლის შემდეგ, როცა პროფესიულ კარიერას დაასრულებს.

„სამწუხაროდ, ამ დროისთვის კარიერა დასრულებული მექნება. ვიმედოვნებ, როგორმე მადრიდის „რეალთან“ კავშირში ვიქნები. შესაძლოა, ახალგაზრდულ აკადემიაში მეკარეების მოსამზადებლად წამიყვანონ. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა“, - განაცხადა კურტუამ კლუბის ტელევიზიის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ კურტუა „სამეფო კლუბში“ 2018 წლის აგვისტოდან თამაშობს. მეკარის ამჟამინდელი ხელშეკრულება მადრიდის „რეალთან" 2026 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში ბელგიელმა 13 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 10 გოლი გაუშვა.

0.106548